“ბარსელონა” სერხიო ბუსკეტსსა და სერჟი რობერტოს დღეს შეხვდება და ხელფასის შემცირების საკითხზე მოელაპარაკება. ამ ინფორმაციას Rac1 ავრცელებს.
კლუბი ბუსკეტსისთვის კონტრაქტის რეფორმულირებას აპირებს, რობერტოსთვის კი – 2024 წლამდე გახანგრძლივებას. ეს უკანასკნელი ანაზღაურებას 40%-ით შეიმცირებს.
წყაროს თანახმად, ფეხბურთელები ხელფასის შემცირებასა და მათი ნაწილის გადავადებას მარტივად დათანხმდებიან. თავიდანვე ნათელი იყო, რომ კაპიტნები “ბარსას” დაეხმარებოდნენ.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასის დაკლებას ჟორდი ალბაც დათანხმდა.

შეხვდნენ უკვე?
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რო მესი ამათმა გააგდეს 😃 წავიდა და ეხლა იკლებს ყველა ხელფასს 🙂
აი წერთ: "თავიდანვე ნათელი იყო, რომ კაპიტნები "ბარსას" დაეხმარებოდნენ"- ო
და რა გამოდის ამის გასკეთებლად მესის გაგდება და სამი თვით მოცდა გვიწევს, თუმცა დაიკლებენ თუ არა დაზუსტებით ვერ ამბობთ. მე მგონი გუნდს არ ჭირდება ისეთი "პენსიონერი კაპიტნები" რომლებიც თვეები ფიქრობენ დაეხმარონ თუ არ გუნდს. დატოვეთ მარტო პედრისნაირი ერთგულები, რომელსაც არაფრის თხოვნა არ უნდა და არასდროს ხელფასზე არ წუწუნებს მორიბასავით. მთავარი მოთხოვნა კი სულ თამაშია თუნდაც დასვენების გარეშე.
რობერტო კი იწყებს მაგრად. პირველ მატჩში გოლი, მეორეში ასისტი. იმედია ხეტაფესთან პუჩსაც ათამაშებს
პიკემ სანამ არ შეიმცირა და საჯაროდ არ იბაზრა მანამდე არ იმცირებდით😏ალბა ხო საერთოდ შემზიზღდა იმენა,დაცვაში დირკაა უკვე მერამდენე სეზონია და მესის გარეშე ახლა 5 ასისტი თუ მაინც გააკეთა ეგეც დიდი მიღწევა იქნება🙏