workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მორიბას 20 მილიონზე იაფად არ გაყიდის

ბარსელონა მორიბას 20 მილიონზე იაფად არ გაყიდის

“ბარსელონა” გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველ ილაიშ მორიბას მინიმუმ 20 მილიონ ევროდ შეელევა.

უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსასა” და მორიბას შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ ხერხდება, რადგან კლუბი 18 წლის ფეხბურთელის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ილაიში მიიჩნევს, რომ იმაზე მეტ ხელფასს იმსახურებს, ვიდრე “ბლაუგრანა” სთავაზობს.

ბარსელონელი ჟურნალისტის, სიკე როდრიგესის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მორიბას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

წყაროს ცნობით, კლუბში წარმოდგენა არ აქვთ, რატომ იქცევა მორიბა ასე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ილაიშს აცნობეს, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნებოდა.

იგივე წყარო იტყობინება, რომ, თუ მორიბა ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, იგი არ ითამაშებს და მხოლოდ “ჟუვენილ ბ-სთან” ერთად ივარჯიშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 22 აგვ 2021, 14:22

    რით ვერ მორჩა ამის თავგადასავალი. მეტი საქმე არა გაქვთ ერთი და იგივეს რო წერთ? ხო მილიონჯერ თქვით რო ბარსა არ გაუშვებს უფასოდ. როგორც თვითონ უნდოდა ორმხრივი შეთანხმებით. ეგდოს ტყუილად იმედია ისე დაკარგავს ფორმას რო ვაბშე ვეღარ აღიდგენს.
    წავიდეს მერე სადმე ნიგერიაში თუ საიდან არის(ციცი შემახსენე ამის წარმოშობა) და ითამაშოს სოფლის ნაკრებში.

  • Don_Andresito
    schedule 22 აგვ 2021, 02:29

    მორიგი გუნდის საზიანოდ მიმართული ახირება ყლაპორტასგან. უფასოდ ურჩევნია გაუშვას. უნდა გაიგონ ბართომეუს ჩუმად როდის შეხვდება და ააფეთქონ ორივე

  • ჩავი
    schedule 21 აგვ 2021, 21:18

    აუ ეგება დაალპობენ სკამზე ამ ღლაპს ამას. უნდა გააგდონ.ისევ ბ გუნდში და ეყუდოს იქ . ამის ტალანტობა არ გაიშვას. ერთი გოლი გაიტანა მთავარ გუნდში და ვითომ მისი აზრით რაც არის ის არის . ეხ იმდენი ვითომ ტალანტი გვყოლია შენამდე რა მოითვლის .

  • davidus2020
    schedule 21 აგვ 2021, 20:31

    არ უნდა ბარსაში თამაში , ტრიბუნიდან უყუროს, ერთ წელიწადში ამის ფასი შაური იქნება. ძალიან სწორს შობა გუნდი , რომ 18 ღლაპის ამბიციებს რომ არ აყვა, ამისგან არაფერი არ გამოვა,თვალებში ბურთის მაგიერ ევროებს ხედავს.
    პედრი რომელიც მართლაც შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ფინანსებზე სიტყვას არ ამბობს! მინდორიდან ვერ გაუშვებს ,შვებულებებზე ვარს ამბობს! იმიტომ ითამაშებს პედრი დიდ ფეხბურთს!

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 20:23

    ციტატა: Albicelecte
    ვიღაც 8 იხდიდა და ლაპორტამ არაო, ჰოდა ეხლა ყავდეს და ითხაროს ნერვები
    1 წლის მერე მოხევს უფასოდ და იფხანოს მერე "კეფა"


    ავტორიტეტი ფასდაუდებელია, ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით თავადებმა 🤔😂

  • Albicelecte
    schedule 21 აგვ 2021, 20:02

    ვიღაც 8 იხდიდა და ლაპორტამ არაო, ჰოდა ეხლა ყავდეს და ითხაროს ნერვები
    1 წლის მერე მოხევს უფასოდ და იფხანოს მერე "კეფა"

  • MARI=BARCA-fan
    schedule 21 აგვ 2021, 19:50

    ციტატა: azulgerana

    ციტატა: Kaka

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Griezzy7
    იმედია მიხვდნენ რომ არ შეიძლება პატარაობიდან ესეთი პიარის შექმნა ფეხბურთელზე. სიმონსზეც იგივე იყო ზუსტად და ფულს დახამდა და ესეც ეგრე შვება


    თუ იცით, ეს სიმონსი ეხლა სადაა საერთოდ?


    პსჟ :დდდდ


    კაი ადგილი უპოვნია laughing


    ვაი მაგის პატრონს უბედურს, კარიერის ბოლოსკენ რომ წასულიყო ფულის საკეთებლად კიდევ ჯანდაბას, მაგრამ როცა პატარა ლა-მასიელი ბიჭი გარბის პსჟ-ში, არაფრის თქმა აღარ არის საჭირო!!

  • L.M 10
    schedule 21 აგვ 2021, 19:40

    დასანანია ,მარა ერთი ამის დედაც რა

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 19:21

    ციტატა: Kaka

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Griezzy7
    იმედია მიხვდნენ რომ არ შეიძლება პატარაობიდან ესეთი პიარის შექმნა ფეხბურთელზე. სიმონსზეც იგივე იყო ზუსტად და ფულს დახამდა და ესეც ეგრე შვება


    თუ იცით, ეს სიმონსი ეხლა სადაა საერთოდ?


    პსჟ :დდდდ


    კაი ადგილი უპოვნია laughing

  • Kaka
    schedule 21 აგვ 2021, 19:12

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Griezzy7
    იმედია მიხვდნენ რომ არ შეიძლება პატარაობიდან ესეთი პიარის შექმნა ფეხბურთელზე. სიმონსზეც იგივე იყო ზუსტად და ფულს დახამდა და ესეც ეგრე შვება


    თუ იცით, ეს სიმონსი ეხლა სადაა საერთოდ?


    პსჟ :დდდდ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 21 აგვ 2021, 19:11

    ციტატა: Griezzy7
    იმედია მიხვდნენ რომ არ შეიძლება პატარაობიდან ესეთი პიარის შექმნა ფეხბურთელზე. სიმონსზეც იგივე იყო ზუსტად და ფულს დახამდა და ესეც ეგრე შვება


    თუ იცით, ეს სიმონსი ეხლა სადაა საერთოდ?