“ბარსელონამ” მიმდინარე ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, ბერნარდო სილვას შეძენა ცადა. იტყობინება The Times.
გამოცემის თანახმად, “ბარსამ” ინგლისურ გუნდს გაცვლის სახით ერთ-ერთი ფეხბურთელი და თანხის დამატება შესთავაზა, თუმცა “ქალაქელებისგან” უარი მიიღო, რადგან მათ მხოლოდ ფულის მიღება სურდათ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბლაუგრანა” გაცვლაში უსმან დემბელეს ან სერჟი რობერტოს ჩართვას ცდილობდა, თუმცა ამჟამად ორივე მათგანი გუნდში რჩება.

არ გვინდა ეს ჯორდი ალბა სასტავი
არაუშავს, კონტრაქტი რო დაუმთავრდება, უფასოდ მოვიყვანთ. ლაპორტამ დაამუღამა უკვე ეს ხერხი.
დემბელეს და რობერტოს რომ კიდევ ერთი მსგავსი ფეხბურთელი დაამატონ მაინც ვერ აჯობებენ სილვას😁…ეს რომ გადმოგვეყვანა იდეაულური იქნებოდა