workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრეითუეიტმა იცის, რომ დარჩენასთან ძალიან ახლოსაა

ბრეითუეიტმა იცის, რომ დარჩენასთან ძალიან ახლოსაა

“ბარსელონას” დანიელ თავდამსხმელს, მარტინ ბრეითუეიტს, გუნდის დატოვება არ სურს და რონალდ კუმანისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას განაგრძობს.

Marca-ს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა იცის, რომ დარჩენასთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ახლაა. მარტინი ეცდება, კლუბი მის შენარჩუნებაში დაარწმუნოს.

ბრეითუეიტმა ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მან დუბლი და საგოლო გადაცემა მიითვალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 06:09

    კი უარი უთხრეს გაშვებაზე

  • Bobi
    schedule 18 აგვ 2021, 02:01

    კარგი კაცია მარტინი, დიდ ფულს არ გადაიხდიან, ხელფასი დაბალი აქვს, თამაშებს ეს არ დაიკიდებს და სულ მოტივირებული იქნება, აგუერო სანამ გამოვა საჭიროა. დარჩეს რა პრობლემაა 😁💙❤️

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 აგვ 2021, 20:50

    ციტატა: Nikabedinadze
    ეს იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება ვინც ასაკში ათამაშებდა ხოლმე,ერთი იყო ქუარიარელა,მარა ბრეითა იმასთან შედარებით ძალიან ახალაგზრდაა


    blush ფაბიო კვალიარელა, სამპდორიაში თამაშობდა და კიდე იმდენს იტანდა რომ მგონი 37-38 წლის იყო და იტალიის ნაკრებში ისევ იძახებდნენ.. :დ:დ

  • nika 54
    schedule 17 აგვ 2021, 18:20

    ხოდა თუ არ უნდა გაუშვან, მაშინ პიჩიჩი არავის არ დაუთმოს. თამაშში ერთი გოლიც საკმარისი იქნება, ანუ ერთი თამაში ჯერ ზაპასში აქვს.

    ციტატა: datio
    ამაში 20 მილიონს არავინ გადაიხდის და ხელფასი თუ მაღალი აქვს, 20% დაიკლოს და ეგაა 🙂
    მინიმუმ ზამთრამდე ამ კაცის გაშვება არ შეიძლება


    ხელფასი საკმაოდ მცირე აქვს, ითქვა კიდეც რომც დარჩეს ხელფასებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენსო. და არც დაკლებაზე არ აკადრეს არაფერი, დაკლება იგივეა ამისთვის რო აღარაფერი მისცენ.

  • Lucas
    schedule 17 აგვ 2021, 18:04

    ამ კაცის მონდომება და თამაშის პროცესში ჩართულობა დასაფასებელია, მესმის არ არის უმაღლესი კლასის ფორვარდი თუმცა იმის გათვალისწინებით,თუ რა თანხა გადაიხადეს და საერთოდ რისთვის მოიყვანეს, შემიძლია ვთქვა რომ იმედები გაამართლა და მეტიც იმაზე ბევრს აკეთებს ვიდრე მოველოდი, ამ კაცს უყვარს ფეხბურთი და ბარსელონაც და იმედი მაქვს გააგრძელებს თავდაუზოგავად მუშაობს და გოლების გატანას.

  • datio
    schedule 17 აგვ 2021, 17:20

    ამაში 20 მილიონს არავინ გადაიხდის და ხელფასი თუ მაღალი აქვს, 20% დაიკლოს და ეგაა 🙂
    მინიმუმ ზამთრამდე ამ კაცის გაშვება არ შეიძლება

  • Nikabedinadze
    schedule 17 აგვ 2021, 16:05

    ეს იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება ვინც ასაკში ათამაშებდა ხოლმე,ერთი იყო ქუარიარელა,მარა ბრეითა იმასთან შედარებით ძალიან ახალაგზრდაა

  • azulgerana
    schedule 17 აგვ 2021, 14:33

    კი ეს უეჭველი დარჩება

  • M10 S9 D11
    schedule 17 აგვ 2021, 14:27

    რო უშვებენ სად უშვებენ გვყავს რო ამაზე უკეთსი ჯანმრთელი ფორვარდი?

  • Albicelecte
    schedule 17 აგვ 2021, 14:20

    რატომ უნდა გაუშვა ასეთი ფეხბურთელი არ მესმის, მით უმეტეს ამ სიტუაციაში