“ბარსელონას” ფეხბურთელისთვის, ანტუან გრიზმანისთვის “რეალ სოსიედადთან” დღეს გამართული შეხვედრა (4-2) საიუბილეო აღმოჩნდა.
Transfermarkt-ის თანახმად, ფრანგმა შემტევმა კატალონიური კლუბის მაისურით 100-მატჩიან ნიშნულს მიაღწია.
“ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემადგენლობაში “ანტოს” 35 გოლი აქვს გატანილი: დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში იგი თავის თანამემამულეს, ტიერი ანრის გადაასწრეს და “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო ფრანგი ბომბარდირი გახდება – ამისთვის მას 15 გოლი სჭირდება.
“ბლაუგრანამ” დღეს ჟერარ პიკეს, მარტინ ბრეითუეიტისა (2) და სერჟი რობერტოს გოლებით იმარჯვა.



რატომ: ""ბლაუგრანამ" დღეს ჟერარ პიკეს, მარტინ ბრეითუეიტისა (2) და სერჟი რობერტოს გოლებით იმარჯვა"
გენატრება ბავშვობა? უდარდელი ცხოვრება?
რატომ: ""ბლაუგრანამ" დღეს ჟერარ პიკეს, მარტინ ბრეითუეიტისა (2) და სერჟი რობერტოს გოლებით იმარჯვა"
ავტორს რობერტოს გოლი დაავიწყდა😀😀
გილოცავთ ყველას მის მეასე მატჩს