“ბარსელონა” იმედოვნებს, რომ ჟერარ პიკესთან ხელფასის შემცირების თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად მიიღწევა. ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო ავრცელებს.
34 წლის ცენტრალური მცველი კლუბის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ფინანსურ დათმობაზე წასვლის მზაობა თავად გამოთქვა. ის “ბარსელონას” დასახმარებლად წლევანდელი ანაზღაურების დიდი ნაწილის მოკლებას აპირებს და ასევე სურს, კონტრაქტში გარკვეული პუნქტები შეამციროს.
ხელფასების მასობრივი შემცირება აუცილებელია იმისთვის, რომ “ბარსამ” ლა ლიგის რეგულაციბის პირობებში ახალწვეულების დარეგისტრირება მოახერხოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასს შეიმცირებს სერხიო ბუსკეტსიც, თუმცა შეთანხმების ფორმალურად მიღწევას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

ამის იმედი სულ მაქვს, უარს თუ იტყვის ახსნის კიდეც რატომ.
პიკე ჯიგარია. მერე რა რომ ხანდახან ჩამოეძინება ხოლმე
როგორ მიყვარს ეს ოხერ-მახერი..

ყველაზე კულე🥰