“ბარსელონას” ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა პრესეზონის ბოლოსწინა შეხვედრაში, “ზალცბურგთან” ტრავმა მიიღო და მოსალოდნელი იყო, რომ გუნდს 3 კვირით ვერ დაეხმარებოდა.
MD-ის ცნობით, ავსტრიულ კლუბთან ნაგემი მარცხის შემდეგ დე იონგმა სარეაბილიტაციო პროცესი უმალ წარმატებით დაიწყო და დღეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მცირე ფიზიკური დატვირთვაც მიიღო.
მოსალოდნელია, რომ ის ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მონაწილეობას მაინც მიიღებს. მძიმე საკადრო პრობლემებისა და ვერდარეგისტრირებული ფეხბურთელების ფონზე დე იონგის თამაში კატალონიელთათვის საკვანძო მნიშვნელობის იქნება.
პირველი ტურის შეხვედრას “ბარსა” “კამპ ნოუზე” კვირას, 22:00-ზე გამართავს.

მართლა ისე არ გაიმიზეზოს რო ესეც საოპერაციო გახდეს.
არ გარისკონ რა მონაწილეობა უფრო არ გაუმიზეზდეს
გაისად ელოსეთ რომ ვინმე მართლა დიდი გუნდი ( ისტორიით კი არა დღევანდელობით, რომელსაც პროფესიონალები მართავენ) აგვახევს ან ამას ან პედრის. 95% ალბათობით თქნ. სოფლის ბოლო მოვ.. ტჰან თქვენი კატალონიის მე.
ვაი ამათ პატრონს.