კიკე სეტიენმა “სევილიასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და “სანჩეს პისხუანზე” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია გუნდს, ფრენკი დე იონგი და სერჟი რობერტო ვერ დაეხმარებიან, მიუხედავად ამისა, კიკე იმედიანად არის და მიიჩნევს, რომ “ბარსას” ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება შეუძლია.
კიკე სეტიენი “სევილიელებს” არ უყვართ, რადგან “ბეტისის” მთავარი მწვრთნელი იყო, ამიტომ მისთვის ძალიან კარგი ამბავია, რომ ტრიბუნები ცარიელი იქნება.
“სევილიაზე”
“სევილიასთან” თამაში ყოველთვის რთულია, ჩვენ თვალი ვადევნეთ მათ მიერ ჩატარებულ შეხვედრებს და შემიძლია ვთქვა, რომ პაუზის შემდეგ, კარგ ფორმაში დაბრუნდნენ. “ბარსელონას” შედეგებს, რომ გადავხედოთ “სევილიას” სტადიონზე, ვნახავთ, რომ გუნდი ხშირად აღწევს დადებით შედეგს, მაგრამ ანგარიში მალავს თამაშის ხასიათს. ყველა მოგება ძალიან რთული გზის შემდეგ მოდის. ჩვენ უნდა ვეთამაშოთ კლუბს, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია, ამიტომ, დადებითი შედეგის მისაღებად მაქსიმუმის ჩვენება მოგვიწევს.”
“სევილიასთან” აუცილებელია, რომ სრული კონცენტრაციით ვითამაშოთ, როგორც შეტევის, ისე დაცვის დროს. ძალიან მინდა თამაშის მოგება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემპიონობას მივუახლოვდებით, ამ მოედანზე გამარჯვება, ფსიქოლოგიურად გაგვაძლიერებს და გუნდს თავდაჯერებულობას შემატებს.”
დე იონგსა და სერჟი რობერტოზე
“ძალიან დასანანია, არ ველოდით, რომ სერჟის დავკარგავდით. ვნახავთ, როგორ გაუმკლავდება ტკივილს და რამდენ ხანში შეძლებს დაბრუნებას. “ლეგანესთან” მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ახლა კი მოცდა მოგვიწევს, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ.
რაც შეეხება დე იონგს, მან არაერთხელ იგრძნო დისკომფორტი და გარისკვას არ ვაპირებთ, ფრენკი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.”
“საქმე კალენდარშია, დასვენებისთვის რომ ერთი კვირა გვქონდეს, შესაძლოა განაცხადში, შემეყვანა, მაგრამ ინტერვალი თამაშებს შორის უმცირესია, ამიტომ გარისკვას არ ვაპირებ. ტრავმები მოსალოდნელი იყო. ფრენკი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეცვლა შეუძლებელი არაა. იმედი მაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება.”
სუარესზე
“მას სათამაშო დრო მივეცით, მაგრამ თამაშებს შორის ინტერვალი ძლიან მცირეა, ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისათვის, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად იყოს.”
არტურის მომავალზე
“მანერვიულებს ის, რომ ჭორების გამო კონცენტრაცია უჭირს. მან მთელი ყურადღება თამაშს უნდა დაუთმოს, ეს არ ის, რასაც მისგან მოვითხოვ, კონკრეტულად ახლა, სხვა არაფერი მაინტერესებს.”
“ნაპოლიზე”
“იმედი მაქვს, რომ “კამპ ნოუზე” ვითამაშებთ, ეს სამართლიანი იქნება, პირველი თამაში ნეაპოლში ჩავატარეთ და ახლა ბარსელონას ჯერია.”
“ფინალს ვუყურე და “ნაპოლიმ” შესანიშნავად ითამაშა, თუმცა ლიგის განახლებამდე, დრო ჯერ კიდევ გვაქვს.”
ტიტულებზე
“მე ვხედავ გუნდს, რომელსაც ყველა თამაშის მოგება შეუძლია, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მჯერა, ჩვენ ეს შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ყველა თამაში ერთნაირად წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ დადებითი შედეგის დასადებად ყველაფერს გავაკეთებთ”.
“ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, 2 ქულით წინ ვართ, მაგრამ ვიცით, რომ ფეხბურთში გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.”
მესიზე
“კარგია, რომ 700 გოლამდე ერთი გოლი აკლია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, მესი ისედაც ყოველთვის მოტივირებულია და ყველამ იცის, რომ “სევილიასთან” გატანა განსაკუთრებით უყვარს.”
“მას არ დაუსვენია იმიტომ, რომ თავის სხეულს იდეალურად იცნობს, იცის როგორ და რა დროს უნდა მოუმატოს, იცის რა ინტენსივობით უნდა ითამაშოს, თუ დასვენება დაჭირდება, დაისვენებს. ამაზე არ ვღელავ.”
ფანების გარეშე
“უცნაურია, მაგრამ პოზიტივის დანახვაც შეიძლება, ფანები თამაშში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, განსაკუთრებით ამ სტადიონზე, ამიტომ დიახ, შეიძლება მათ გარეშე უკეთესი იყოს.”
ფატიზე
“ის ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი აქვს სასწავლი. რა თქმა უნდა, ახლა უკეთ გამოიყურება, ვიდრე პაუზამდე, ფატის პრობლემები ჰქონდა და ეს აფერხებდა, ახლა ყველაფერი კარგად არის და ეს თამაშზეც აისახა, მაგრამ სისწრაფე არ შეიძლება, მან სრულად ჯერ კიდევ არ იცის, საკუთარი შესაძლებლობების შესახებ.”
ბრეითუეიტი, გრიზმანი და ფატი
“სამივე ძალიან კარგი ფეხბურთელია, თამაშის წინ გადავწყვეტ, თუ ვინ დაიწყებს შეხვედრას. კარგია ის, რომ სამივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და გუნდისთვის სხვადასხვა სარგებლის მოტანა შეუძლიათ.”
დემბელეზე
“დემბელე ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ მოედანს დაუბრუნდეს. როგორც ვიცი, მითითებებს სწორად ასრულებს და მონდომებულია. მისი ფიზიკური მდგომარეობაც უმჯობესდება.”




მუუუუუ
დიპლომატიურ ენაზე საუბარი ფერმერის კვალობაზე კარგად გისწავლია.
იმედია არტურს დააყეენებ და არა იმ მძორს
სუაზე რაც იალაპარაკა ესეიგინისევ ზამენიდან დაიწყებს ბრაიტვაიტი უნდა დადგეს მაშინ ძირითადში
კიკე მარტინა არ დამიჩაგრო ბიჭოო
სევილია სახლში გულშემატკივრების წინაშე ძალიან ძლიერია. ახლა ცარიელი ტრიბუნები იქნება და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ