“ბარსელონას” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გუნდის კაპიტანთან, ლიონელ მესისთან, ახალი კონტრაქტის პირობებს შეათანხმებს, იტყობინება Mundo Deportivo.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე იქნება ძალაში, რომელიც 1+1 სქემასაც ითვალისწინებს. 32 წლის არგენტინელის მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება, კონტრაქტის ამოწურვამდე მესი საკუთარ მომავალს ერთი წლით ადრე გადაწყვეტს.
აქვე გეტყვით, რომ მესის კონტრაქტში მუდამ გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის თანახმად მას შეუძლია, ყოველი სეზონის დასრულების შემდგომ გუნდი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ ლეო “ბარსელონას” პირველ გუნდში 2004 წლიდან ასპარეზობს.

მშვენიერია ერთ ოქროს ბურთსაც და იმედია ორ ლიგასაც დადებს და წავა მერე
2024 წლამდე უნდა დარჩეს და 20 წელი ითამაშებს პირველ გუნდში❤❤❤❤