აშკარაა, რომ “ბარსელონა” სერხიო ბუსკეტსის შემცვლელ ჩამშლელ ნახევარმცველს უკვე ეძებს.
Ghana Soccer Net-ის ინფორმაციით, “ბარსა” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის, ტომას პარტეის, შეძენითაა დაინტერესებული. განელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს.
პარტეის მთავარი უპირატესობა, რის გამოც კიკე სეტიენს ის მოსწონს, ლა ლიგაში თამაშის საკმოდ დიდი გამოცდილებაა.
“ბლაუგრანას” გარდა, “ატლეტიკოს” ნახევარმცველის შეძენით “არსენალიცაა” დაინტერესებული.
გავრცელებული ჭორების მიხედვით, “როხიბლანკომ” ტომასს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა აფრიკელს კარიერის მადრიდულ კლუბში გაგრძელება არ სურს.
მიმდინარე სეზონში მან 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
Transfermarkt-ზე ის 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.



კაპიკებია ამისთვის 50 ლიმონი
ამ ვიკინგებიდან მე არავის მოვიყვანდი. სად ბარსას თამაში და სად ნაჯახები.
ვიდალი თუ წავა რატო არა. ერთი პიტ ბული გვინდა ცხოველია იმენა
იმედია ეს არ მოხდება.
ცუდი მოთამაშე არაა, უბრალოდ არაა საჭირო ბარსაში ამ ეტაპზე
რათქმაუნდა კარგი ფეხბურთელია ვინც უყურებს მის თამაშს ყველას მოეწონება მაგრამ აი ბარსაში რავი არ მოუხდება ბარსას რა :/
ძაან კარგი მოთამაშეა სხვათაშორის, მშრომელია და ძაან ჭკვიანიც
ტომას პარტეი არა შვანცკი რა უნდა ამას ბარსაში