workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ლაუტარომ “ბარსაში“ წასვლის სურვილზე საჯაროდ უნდა ისაუბროს

Sport: ლაუტარომ “ბარსაში“ წასვლის სურვილზე საჯაროდ უნდა ისაუბროს

უკვე ორი თვეა, რაც ლაუტარო მარტინესის “ბარსელონაში” ტრანსფერზე აქტიურად იწერება.

ესპანური გამოცემა, Sport, ფიქრობს, რომ არგენტინელმა თავდამსხელმა ტრანსფერის გაჭიანურებისაგან თავის ასარიდებლად, კატალონიურ კლუბში გადასვლის სურვილზე საჯაროდ უნდა ისაუბროს.

“ნერაძურისა” და “ბლაუგრანას” შორის მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსამ” ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე მოაგვარა.

მილანელები თავდამსხმელს 111 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა კატალონიელები ამდენის გადახდას არ აპირებენ. ლაუტაროს საჯარო განცხადებებმა კი, შესაძლოა, “ინტერს” ფასის დაკლებისაკენ უბიძგოს.

არგენტინელი ცენტრალური თავდამსხმელი “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, მარტინესის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 4 ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში