“რაიო ვალიეკანოს” ახალგაზრდა შემტევი, ფაბიან ლუცი “ბარსელონაში” გადავა, იტყობინება, ESPN.
კონტრაქტი ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა თავად 16 წლის მოთამაშე კატალონიურ კლუბში გადასვლაზე უკვე თანახმაა. ახალგაზრდა შემტევისთვის ბრძოლაში “ბარსელონამ” მადრიდის “რეალსa” და “ატლეტიკოს” აჯობა.
ფაბიანს პროფესიონალურ დონეზე ჯერ არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, თუმცა იგი “რაიოს” პირველ გუნდში რეგულარულად ვარჯიშობდა.
