workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ტებასმა სატრანსფერო ფანჯრის სავარაუდო თარიღები დაასახელა

ხავიერ ტებასმა სატრანსფერო ფანჯრის სავარაუდო თარიღები დაასახელა

საფეხბურთო კლუბები კორონავირუსის გამო უჩვეულო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ელოდებიან, თუმცა, მისი ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, არაა ცნობილი.

ESPN-ის ანალიტიკოსის, ალექს კირკლენდის, ინფორმაციით, სატრანსაფერო ფანჯარა ივლისის ბოლოს გაიხსნება და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

მისი აზრით, ეს ინფორმაცია სწორედ ლა ლიგის პრეზიდენტისაგან, ხავიერ ტებასისგან, მოდის.

საწყისი დრო შიდა ჩემპიონატების დასასრულს დაემთხვევა, ხოლო საბოლოო კი ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ჩაინიშნება.

დიდი ალბათობით, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით მცირე თანხები დაიხარჯება. ფინანსური კრიზისის გამო, გუნდები უმეტესწილად ფეხბურთელების გაცვლით შემოიფარგლებიან. მათ შორის, “ბარსაც”.

კლუბის სატრანსფერო ამბიციებიდან გამომდინარე, აქტუალურ ფეხბურთელთა დასამატებლად, კატალონიელებს ტრანსფერში საკუთარი მოთამაშეების ჩართვა მოუწევთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nikusha
    schedule 11 ივნ 2020, 23:43

    ეს არის გვარამიას ესპანური მოდელი! ფუ ეს ეშმაკი პერესის ერთერთი მონა