ბუნდესლიგის განახლების შემდეგ ალფონსო დევისმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართულ შეხვედრაში არანორმალური სისწრაფე განავითარა და მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ ერლინგ ჰოლანდს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირე დასტურია იმისა, რომ კანადელი თინეიჯერი წარმოუდგენლად დიდი ტალანტია და “რეკორდმაისტერს” მისი გუნდში ყოფნით ძალიან გაუმართლა.
დევისი 19 წლისაა. მან მიუნხენურ გრანდში თამაში 2019 წლიდან დაიწყო. გერმანელებს მარცხენა მცველის შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონია.
ალფონსოთი კატალონიური კლუბი ჯერ კიდევ 2016-17 წლების სეზონში იყო დაინტერესებული. კლუბის სკაუტები მას კონკაკაფის თასზე ადევნებდნენ თვალს, სადაც კანადელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. სადებიუტო შეხვედრაში ის 16 წლის 7 თვისა და 12 დღის იყო. ოქროს თასზე 2017 წელს დევისი საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. “ბარსა” მისი ფიზიკური მონაცემებითა და ათლეტურობით მოხიბლული იყო. თუმცა, კანადელის მიმართ სხვა ისეთი გრანდების ინტერესის გამო, როგორებიც “რეალი”, პსჟ, “ლივერპული” და “ბაიერნი” იყვნენ, კონკურენციას “ბლაუგრანამ” ვეღარ გაუძლო, დეივისმა “რეკორდმაისტერი” აირჩია.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში 3 გოლი და 4 ასისტია.




დებილები რო ზიან ბარსას სათავეში მაგიტომაც თამაშობს ეხლა ეს ბაიერნში
უკვე საუკეთესოა ფლანგზე
რომც ეყიდათ გააფუჭებდნენ 100% აბა ლეგენდა რობერტოს ხომ არ ამოაგდებდნენ შემადგენლობიდან. გადარჩენილა ბიჭი. დღევანდელი ბარსელონა ბაიერნთან შედარებით სამოყვარულო გუნდია ( მართველობის თვალსაზრისით)
კანადელის მიმართ სხვა ისეთი გრანდების ინტერესის გამო, როგორებიც "რეალი", პსჟ, "ლივერპული" და "ბაიერნი" იყვნენ, კონკურენციას "ბლაუგრანამ" ვეღარ გაუძლო, დეივისმა "რეკორდმაისტერი" აირჩია
საკმაოდ ცუდად ჟღერს როცა ბარსაზე გვიწევს იმის თქმა რომ კონკურენციას ვერ გაუძლოო , სამწუხარო რეალობა ბართომეუს ხელში
ბაიერნია გუნდი და მაგათი პოლიტიკა და მუშაობაა მუშაობა…. ძალიამ სუსტი შეფები ყავს ბარსას..