“ბარსელონას” ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, ეროვნული ჩემპიონატების ნამდვილი “მეფეა”. იგი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ 8 წელია ატარებს.
მისი ფანტასტიკური სერია “იუვენტუსთან” ერთად დაიწყო. 2012 წელს ვიდალი სერია A-ს გამარჯვებული პირველად გახდა, რასაც მიყოლებით 3 ტიტული შემატა. 2015-16 წლების სეზონიდან მედლების დაგროვება “ბაიერნში” განაგრძო – მიჯრით 3 ბუნდესლიგა. 2019 წელს კი ლა ლიგის თასი “კამპ ნოუზე” აღმართა. თუ “ბარსელონა” მიმდინარე სეზონში უახლოეს მდევართან ორქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას შეძლებს, ვიდალი ამ ჩამონათვალს ზედიზედ მე-9 ტიტულით გაამდიდრებს.
იგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 8 ეროვნული ჩემპიონატი სამ სხვადასხვა კლუბში მოიგო.
მსგავსი შედეგი ვიდალის ყოფილ თანაგუნდელებს, ანდრეა ბარძალის, ჯორჯო კიელინის, ჯანლუიჯი ბუფონსა და კლაუდიო მარკიზიოს, აქვთ. მათი მონაგარი, ძირითადად, “იუვენტუსს” უკავშირდება. გამონაკლისი ბუფონი (2019, ლიგა 1, პსჟ) და მარკიზიო (2019, რუსეთის პრემიერ ლიგა, “ზენიტი”) არიან.
ამ მხრივ, რეკორდი ვიტალი როდიონოვს ეკუთვნის. იგი ბორისოვოს “ბატეს” რიგებში ბელარუსის ჩემპიონი ზედიზედ 12-ჯერ გახდა, 2006-2017 წლებში.

მე-9 ქვეყნის ჩემპიონატის ტიტულაც ჩაიხუტებს სეზონის ბოლოს