ლა ლიგის მიმდინარე სეზონი, რომელიც 11 ივნისს განახლდება, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის, “ბარსელონაში” კი, ფეხბურთელებისთვის უკეთესი ატმოსფეროს შესაქმნელად და კლუბის ბიუჯეტის შესავსებად, საინტერესო ინიციატივა აქვთ.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33-ე ტურში, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩში, “კამპ ნოუს” ტრიბუნები გაფორმდება მოზაიკით, რომელიც “ბლაუგრანას” 15 000 მაისურისგან იქნება შემდგარი.
კლუბის ოფიციალურ წევრებსა და სხვა გულშემატკივრებს შეეძლებათ, მაისურებზე თავიანთი სახელები განათავსონ.
ფორმების გაყიდვით შემოსული თანხის ნაწილს “ბარსელონა” ქველმოქმედების სახით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარს.

თუ შეიკრიბა ხალხი, რაღა აზრი აქვს აბა? ის მართლა კარგი იყო, ჩეხეთში რო სტადიონზე პარკინგიდან უყურეს ფანებმა და სიგნალების ხმა ისმოდა მოედანზე
Didi dinamikebi ro daamontajon tribunebze ramodenime cali da stadionis ezoshi did ekrantan shekrebil baleshikebis xmas da qomagobas gaigeben bichebi da raghac dozit mainc daimuxtebian, mughami ufro eqneba. Ro moxodon ar iqneba uadgilo mgoni.