workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომელ ადგილზეა “ბარსელონა” ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ კლუბებს შორის?

რომელ ადგილზეა “ბარსელონა” ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ კლუბებს შორის?

“ბარსელონამ” “ბაიერნს” გადაასწრო და KPMG-ს კვლევაში, რომელიც საწარმოო შემოსავლებისა და ღირებულების მიხედვით, კლუბების რეიტინგს ადგენს, უკვე მესამე პოზიციას  იკავებს. კლუბის კაპიტალური ღირებულება, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 12.2%-ით გაიზარდა და ამჟამად 2.71 მილიარდს აღწევს. 

ხსენებულ კვლევაში კორონავირუსის პანდემიისაგან მიყენებული ფინანსური ზარალი არაა ასახული და მონაცემები 2020 წლის პირველი იანვრის თარიღითაა დათვლილი. 

კატალონიელებზე წინ მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის “რეალი” იმყოფებიან.

სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. მადრიდის “რეალი” (უცვლელი) – 2.95 მილიარდი (+ 1,5%)

2. “მანჩესტერ იუნაიტედი” (უცვლელი) – 84 2.84 მილიარდი (-2%)

3. “ბარსელონა” (+1) – 2.71 მილიარდი (+ 12.2%)

4. “ბაიერნი” (-1) – 2.44 მილიარდი (+ 0.4%)

5. “ლივერპული” (+2) – 2.26 მილიარდი (+ 19.3%)

6. “მანჩესტერ სიტი” (-1) – 2.21 მილიარდი (-0.3%)

7. “ჩელსი” (-1) – 1.88 მილიარდი (-6.3%)

8. “ტოტენჰემი” (+1) – 1.75 მილიარდი (+ 15.8%)

9. “პარი სენ-ჟერმენი” (+2) – 1.62 მილიარდი (+ 36,7%)

10. “არსენალი” (-2) – 1.57 მილიარდი (-13.2%)

კაპიტალური ღირებულების საერთო მაჩვენებელი დაფუძნებულია კლუბის პოპულარულობაზე, ბიზნესის კუთხით, მის სარგებლიანობაზე, სპორტულ პოტენციალზე, სამაუწყებლო უფლებებსა და სტადიონის საკუთრებაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Barca_MNS
    schedule 29 მაი 2020, 12:53

    და ამდროს არც ბარსას დირექტორატი არც ვინმე სპონსორთაგან არ არის გავლენიან პირთა სიაში; (მართლია იდიოტობაა ის სიები მაგრამ მაინც) 😂