workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესიმ 2016 წელი გაიხსენა, როდესაც “ბარსელონას” დატოვებას აპირებდა

ლიონელ მესიმ 2016 წელი გაიხსენა, როდესაც “ბარსელონას” დატოვებას აპირებდა

“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში, 2016 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ წელს ფეხბურთელი და მისი მამა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ (2007-2009 წლებში ბიუჯეტში 4.1 მილიონი ევროს არ შეტანის/დამალვის ბრალდებით).

“დიახ, ამ დროს წასვლა მსურდა. არა იმიტომ, რომ “ბარსელონაში” თამაშის სურვილი არ მქონდა, უბრალოდ ესპანეთის დატოვება მსურდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდად მომექცნენ და აქ დარჩენა აღარ მსურდა. ოფიციალური წინადადებები არ მიმიღია, რადგან ყველამ იცოდა, რომ “ბარსელონაში” დარჩენა მინდოდა. 

მე და ჩემი ოჯახი რთულ მდგომარეობაში ვიყავით. კარგია, რომ ბავშვები პატარები იყვნენ და არაფერი ესმოდათ. ახლა კი ოჯახთან ერთად დარჩენა და კარიერის “ბარსელონაში” დასრულება მსურს.” – არგენტინელის სიტყვებს რადიოსადგურ RAC1-ზე დაყრდნობით Mirror ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 24 მაი 2020, 19:41

    ალბათ მთელს ევროპაში ყველაზე ცუდი საგადასახადო სისტემა ესპანეთში.

  • M10 S9 D11
    schedule 24 მაი 2020, 15:32

    აბა რა ლომო აქ უნდა დაასრულო კარიერა

  • Iniesta_8
    schedule 24 მაი 2020, 13:59

    სუარესმა დიდი როლი ითამაშა ამის დარჩენაში, დაარწმუნა რომ არ წასულიყო, თუმცა ალბათ ვერხ წავიდოდა იმხელა თანხას მოითხოვდა ბარსა

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 24 მაი 2020, 13:58

    სამეფო სამონეთი ვერაფრით აჩერებდა მოედანზე და პერესმა ბრძოლის სხვა, გაცილებით ეფექტური მეთოდი მოიგონა,თუმცა დროებითი აღმოჩნდა აღნიშნული ბინძური ხერხი და მესიმ კვლავ განაგრძო მათი თრევა.

  • davidus2020
    schedule 24 მაი 2020, 12:19

    სასამართლოები ერთი პერიოდი ძალიან აისახა ლეოს თამაშზე, მაგრამ როგორც ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა.