Tyc Sports-თან საუბრისას, გონსალო იგუაინმა საკუთარი თანამემამულის, ლაუტარო მარტინესის მომავალზე კომენტარი გააკეთა. პიპიტა 22 წლის ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციას აანალიზებს და იმ წნეხს ხვდება, რომელიც “ბარსელონას” დიდი ინტერესის გამო მასზე მოქმედებს.
“მისთვის საკმაოდ კომპრომისული სიტუაციაა. არ მინდა ისეთი რამე ვთქვა, რითაც გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო გავურთულებ, მაგრამ როდესაც “ბარსელონა” და მესი შენ გეძებენ… ლაუტაროს ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი.”
“უარის თქმა ძალიან რთულია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ სურს საკუთარი კარიერის განვითარება.”
32 წლის ფეხბურთელმა ანალოგიური სიტუაცია საკუთარი გამოცდილებიდანაც გაიხსენა:
“მადრიდის “რეალი” ჩემთან მაშინ მოვიდა, როცა 18 წლის ვიყავი. უნდა მეთქვა მათთვის, რომ იქამდე მოეცადათ, სანამ გავიზრდებოდი?”
იგუაინი ლაუტარო მარტინესს მხარს უჭერს და მას არგენტინის შეტევის ლიდერად და “ალბისელესტეს” მომავლად აღიქვამს:
“ლაუტარო პროგრესირებს. ისეთ გუნდში ყოფნა, როგორიც “ინტერია”, უკვე დიდი დამსახურებაა. მან კოპა ამერიკაზე ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა. ეჭვგარეშეა, რომ მას არგენტინის ნაკრების სრულყოფილი ცხრიანისათვის ყველანირი მონაცემი აქვს.”
ლაუტარო “ბარსელონას”” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. მიმდინარე სეზონში მან 31 შეხვედრაში, 16 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



😂😂😂😂😂😂😂😂😂😂Higuainze tkvi modio da shouo tu gadaob exa??🤦🏻♂️
🤗🤗 Ara ra Higuaini. Es Martinesi (arada sua marcxniv?!) unda damewera albat tu ra snayvia me titonac ver gamigia jer. Itogshi gaugebrobas aqvs adgili 🤗🤗 Mdaa….
Roca tavisi tavis jera futbalists vinc unda utxras da urchios rodesac barsa daudzaxebs misi kerpis gundit romeli ar wava aba martla??? Igivea mbapem ar wavides zizus realshi ro daudzaxos.
Sua – iguani -mesi. Modi higuaino barcashi dzmurad. Tu shou ar dadgat tqven magari kamonouze 1-2 weli tu ar itravmet.
რახან ბარსა და მესია ეგ იმას არ ნიშნავს რო აუცილებლად უნდა მოვიდეს ვიღაცამ უთხრას რო საერთოდ არაა ბარსასთვის საჭირო და შეიძლება დედა ეტიროს და ვეღარ განვითარდეს