“ბარსელონა ბ” და სამწვრთნელო შტაბი დღეს დილით (8.30 საათზე) “სიუტატ ესპორტივაზე” დაბრუნდა. ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ყველა აუცილებელი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ, რათა დადასტურდეს, რომ ყველა ჯანმრთელია.
ანალიზების პასუხების მოსვლის შემდგომ, გუნდი ვარჯიშების ჩატარებას შეძლებს. მკაცრი პროტოკოლის თანახმად, ყველა მოთამაშე და სპეციალისტი პირდაპირ სამედიცინო ცენტრში გაემართა, სადაც მათ ვარჯიშისთვის ბიოდეგრადირებადი ჩანთები და ტანსაცმელი დაურიგდათ.
სარეზერვო გუნდის შემადგენლობას უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე (U19) მოთამაშე შეუერთდება. ანალიზების შემდეგ, “ბარსელონა ბ” პირველი გუნდის მსგავსად, თავდაპირველად, ინდივიდუალურად ივარჯიშებს.




ეს ვინაა, მბაპე მოიყვანეს ბარსა ბ-ში? 😁