მიუხედავად იმისა, რომ 7 მარტს, “რეალს სოსიედადთან” თამაშამდე, კორონავირუსი უკვე აქტიურად იყო შემოჭრილი ჩვენს ცხოვრებაში, ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ თამაშის შემდეგ “ბლაუგრანას” მოედანზე ერთი თვის განმავლობაში ვერ ვიხილავდით. კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ დღესაც არ ვიცით, როდის დაგვიბრუნდება ფეხბურთი.
2020 წლის 7 მარტს, შაბათს, “კამპ ნოუზე” ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “რეალს სოსიედადს” დაუპირისპირდა. მაშინ “ბარსას” დამაჯერებელი თამაში არ უჩვენებია, თუმცა ტრადიცია არ დაარღვია და ბასკური კლუბი ჩემპიონატის შეხვედრაში შინ ზედიზედ 22-ედ დაამარცხა. მატჩის ბედი ვიდეორეფერიმ გადაწყვიტა. საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე “სოსიედადის” მცველმა, ლე ნორმანმა, საჯარიმოში ხელით ითამაშა. შეხვედრის არბიტრმა, მარტინეს მუნუერამ, განმეორების ნახვის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან ლეო მესი მივიდა და გამარჯვების მომტანი დარტყმაც შეასრულა.
მომდევნო დღეს, მადრიდის “რეალი” “ბენიტო ვილამარინზე” 1-2 დამარცხდა და გათამაშების ცხრილში ლიდერობა საძულველ მეტოქეს გადაულოცა. მას შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგაში პირველ ადგილს იკავებს და სეზონის ჩაშლის შემთხვევაში შესაძლოა, ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვოს.
1 თვე ყველაფრის გარეშე
ეეჰ! როგორ მომენატრა ბარსას იგრები
ფეხბურთი მომენატრა მომენატრა ამ ჯადოქრის თამაშის ყურება