ესპანეთში პროფესიული საფეხბურთო ჩემპიონატები კორონავირუსის გამო უვადოდაა შეჩერებული. ფეხბურთის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის თქმით კი, სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს.
“კონფერენცია მქონდა ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენელთან, ისინი გაერთიანებულნი არიან და კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს იღებენ. ყველა ღონისძიება შეჩერებულია. არ ვიცით აღდგენის ზუსტი ვადები და არც რამე სახის პროგნოზს ვაკეთებთ. როდესაც ადამიანები ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდებიან, ფეხბურთიც დაბრუნდება. მოთამაშეებს ასპარეზობისთვის საუკეთესო პირობები უნდა შევუქმნათ”.
“ჩვენ არ ვაპირებთ განრიგის დეტალურ დადგენას, არც გვსურს მომავლის შესახებ ვისაუბროთ. არის მსხვერპლი, კორონავირუსისგან დაზარალებული ადამიანები. პრიორიტეტულია, რომ სეზონი დასრულდეს. თუმცა ისე, რომ ამით პრობლემა არ შეექმნას 2020-21 წლების სეზონს.”
“ვიმედოვნებ, რომ ვცდები და სეზონის გაგრძელებას მაისიდან შევძლებთ, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება. იმედია, ვცდები, მაგრამ რეალობა ასეთია. სეზონის გაწელვა მოგვიწევს. გუნდი მოიგებს თუ წააგებს – ეს მოედანზე უნდა მოხდეს. ჩვენი მიზანია სეზონი ბოლომდე მივიყვანოთ”.
რუბიალესმა აღნიშნა, რომ კალენდრის შემცირება არ იგეგმება და ამაზე უკვე შეუთანხმდნენ უეფას, ფიფასა და სხვა ორგანიზაციებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, უწყების ყველა სასტუმრო თუ პუნქტი სახელმწიფოს განკარგულებაშია და მათი გამოყენება კორონავირუსთან ბრძოლაში შეიძლება.
“იმ გლობალური პრობლემის წინაშე, რაც ახლა დგას, ფეხბურთს მცირე მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დავბრუნდებით მაშინ, როცა ეს შესაძლებელი იქნება. თუმცა არა მანამდე.” – ციტირებს რუბიალესის სიტყვებს Marca.
იმედია მალე გადაივლის ყველაფერი და დაბრუნდება ფეხბურთი დროულად