“ბარსელონას” ფეხბურთელთა ნაწილი ხელფასის ჩამოჭრას არ ეთანხმება

“ბარსელონას” ფეხბურთელთა ნაწილი ხელფასის ჩამოჭრას არ ეთანხმება

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ფეხბურთელებში კორონავირუსის გამო ხელფასის ჩამოჭრასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ჟოზეპ მარია ბართომეუს სურდა, კლუბის მოთამაშეებთან გარკვეულ შეთანხმებას მიეღწია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არც ისე მარტივი იქნება.

ზოგიერთი ფეხბურთელი კლუბის პრეზიდენტის ამ წინადადებით უკმაყოფილოა. მათი აზრით, კლუბის ფინანსურმა მენეჯმენტმა უნდა გადაანაწილოს რესურსები სწორად და მოთამაშეების ჯიბიდან ფული ამისთვის არ უნდა დაიხარჯოს.

ამავე გამოცემის ცნობით, ნაწილისთვის პრეზიდენტის სურვილი მისაღებია და ისინი იფიქრებენ ამაზე. მათი ადვოკატები საქმეს ეცნობიან და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი დაუდასტურებიათ, სურთ ხელფასს დროებით გარკვეული პროცენტი ჩამოეჭრას საჭიროებათა გამო. 

“ბარსელონელები” ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის აზრსაც ელიან. სპეციალური შეხვედრა გაიმართა ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ლა ლიგა 30 ივნისამდე არ განახლდებოდა და მოთამაშეებს 10% დაექვითებოდათ. თუკი სეზონი ივნის-ივლისში გაგრძელდებოდა, თამაშები ყოველ 48 ან 72 საათში ჩატარდებოდა და ფეხბურთელები 15-20%-ით მეტს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე აქამდე.

მოგვიანებით, ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, დავიდ აგანსომ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თუმცა არც ის დაუკონკრეტებია, რაზე მუშაობენ ისინი.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (1)

  • nika 54
    25 მარ 2020, 21:45

    კაი სიახლეა, ყველაფერი გასაგებად ეწერა.