სუარესი “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირთა ოთხეულში შევიდა

სუარესი “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირთა ოთხეულში შევიდა

“ბარსელონას” ცენტრფორვარდმა, ლუის სუარესმა “ეიბართან” დღეს გამართულ მატჩში (0:3), ლიონელ მესის პასით, ერთი გოლი გაიტანა.

32 წლის ურუგვაელისთვის, მიმდინარე სეზონის ლა ლიგის გათამაშების 7 მატჩში ეს გოლი რიგით მეხუთე გახდა.

საერთო ჯამში, სუარესს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 184 გოლი მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით, კატალონიური კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა ოთხეულში ის ჟოზეპ სამიტიერთან მეოთხე ადგილს იყოფს.

მათ წინ ლადისლაო კუბალა (194 გოლი), სესარ როდრიგესი (232 გოლი) და ლიონელ მესი (605 გოლი) დგანან. ამ უკანასკნელმა დღევანდელ შეხვედრაში ასევე შეძლო გოლის გატანა.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (9)

  • ნაკაიძე
    20 ოქტ 2019, 10:42

    მეორე ადგილს ველით ჯეკ ♥️ ამ სეზონში თუარა მეორეში მაინც…

  • nika 54
    19 ოქტ 2019, 23:25

    მე მგონი მესის ვერ დაეწევა.

  • basa7
    19 ოქტ 2019, 23:01

    ანუ 49 გოლი უნდა და მეორე იქნება

  • gabe-barca
    19 ოქტ 2019, 21:11

    2 sheulia gadasvla tavisuflad gaqachavs erti ori weli barcashi kide mevaseba jekunia

  • Guduna1986
    19 ოქტ 2019, 20:46

    ჩემ თვალში ყველაზე მაგარი 9იანია დღევანდელ ფეხბურთში

  • messi and iniesta
    19 ოქტ 2019, 19:08

    მეორეზე გადასვლა შეუძლია

  • Alien messi
    19 ოქტ 2019, 18:56

    ბარსელონას პირველი ბომბარდირი(დედამიწელი) არის როდრიგესი რითაც უნდა იამაყოს მესი აქ არითვლება

  • M10 S9 D11
    19 ოქტ 2019, 18:54

    კარიერის ბოლოს მე-2 ადგილზე უნდა გავიდეს სუა

  • Messi, Iniesta
    19 ოქტ 2019, 18:37

    ვინც იტყვის რომ სუარესი სკამზე უნდა დაჯდეს, დავადევი სკამი თავზე! laughing wink