“აიაქსის” ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა “ბარსელონაში” მის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო უცხოური კლუბია. კატალონიელთა რიგებში თამაში ყოველთვის მსურდა, ისინი ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ. ყოველთვის ვფიქრობდი: თუ დადგება დღე, როდესაც “აიაქსი” უნდა დავტოვო, ვიმედოვნებ, ეს “ბარსა” იქნება.
“აიაქსი” მომენატრება. მე მომწონს აქ ყოფნა, ყოველდღე სიამოვნებას ვგრძნობ, როცა კლუბში მივდივარ. ვამაყობ იმით, რომ “აიაქსის” წევრი ვარ. ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ სეზონის მშვენივრად დასრულებას.” – განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.
ხოდა ახლა მაგ ოცნებას აიხდენ და ზაფხულში ბარსას მაისურს მოირგებ ბევრი ტიტული უნდა მოიგო ბარსაში ფრენკ <3
კი, დე ლიხტი ძალიან საჭიროა – პიკე მიდის მომავალ წელს სეზონის ბოლოს პრეზიდენტად!
.. და ღირსეული შემცვლელიც ეყოლება!
ბარსა და აიაქსი თუ გავიდნენ ფინალში ორივეს ტრიპლეტის დადების შანსი აქვს. არ იქნება გასაკვირი დე ლიხტი გაიწიოს სამეულისკენ. სულ რომ არ იყოს საჭირო მაინც უნდა მოიყვანონ დე ლიხტი. ჯერ ხო ასაკის გამო ნერე უკვე სახელს იხვეჭს. და შეუძლია კარიერის ბოლოს საუკეთეობაზე ქონდეს პრეტენზია. ხოდა რა ჯობია ეგეთი ფეხბურთელი შენ რომ გეყოლება.