workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
3 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer
პალოპი: დაცვაში შეცდომებს უნდა მოვერიდოთ

პალოპი: დაცვაში შეცდომებს უნდა მოვერიდოთ

“სევილიას” მეკარემ ანდრეს პალოპმა თქვა, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა პრიმერა დივიზიონის 37-ე ტურის მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ, რომ მიაღწიოს დადებით შედეგს.

“ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად გვჭირდება ეს ქულები, მათ კი – ჩემპიონობისთვის. არ ვისურვებდი ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი “ბარსელონასთან” გვქონოდა. ისინი ხომ მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ცხადია მათაც არ უხარიათ ჩვენთან შეხვედრა.

იმისათვის, რათა ლეო მესიმ არ გაიტანოს, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ და არ უნდა მივცეთ იმის გაკეთების საშუალება, რასაც სხვა გუნდებთან აკეთებს ხოლმე.

ჩვენ ბოლო გამარჯვებების შემდეგ საკუთარ თავში დარწმუნებულები გავხდით. “ბარსელონასთან” ჩვენი თამაშის ჩვენებას შევეცდებით. კატალონიელებს უმაღლესი კლასის ნახევარმცველები ყავთ და თუ ჩვენ მოედნის ცენტრს დავთმობთ, ძალიან გაგვიჭირდება.

“სევილიამ” სწრაფად უნდა შეუტიოს, მინიმალური რაოდენობით უნდა შეეხოს ბურთს და უნდა გააკვირვოს მეტოქე უსწრაფესი შეტევებით. დაცვაში მაქსიმალურად მოვერიდებით შეცდომებს”, – პალოპის სიტყვებს ციტირებს El Mundo Deportivo.

წყარო: Football.ua

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward