მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დრამატული გამარჯვება “ლიონთან” – “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდი ლიგის ნახევარფინალშია

დრამატული გამარჯვება “ლიონთან” – “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდი ლიგის ნახევარფინალშია

UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის 1/4 ფინალში, “მინი ესტადიზე”, “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდმა “ლიონს” უმასპინძლა. მატჩი დრამატულად წარიმართა.

პირველი ტაიმი ნდიკა მატამის ერთადერთი გოლით ფრანგებმა მოიგეს. 57-ე წუთზე, მონჩუმ ანგარიში გაათანაბრა, რასაც მალევე ფატის გოლი მოყვა. 89-ე წუთზე, სტუმართა მხრიდან გრიფითსმა წონასწორობა აღადგინა, დამატებულ დროში კი “ბარსას” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად მარკესმა აქცია. საბოლოო ანგარიში – 3-2. 

“ბარსელონასთან” ერთად, შემდეგ ეტაპზე “პორტუც” გავიდა. პორტუგალიელების მეტოქე “რეალი” ან “ჰოფენჰაიმი” იქნება, “ბარსა” კი “ჩელსის” და ზაგრების “დინამოს” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

ნახევარფინალური მატჩები 26 აპრილს, ნიონში, კოლოვრეის სპორტულ ცენტრში გაიმართება. ფინალს 29 აპრილს, იგივე სტადიონი უმასპინძლებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • messi and iniesta
    schedule 03 აპრ 2019, 00:27

    Am biwebs pirvel gundsic unda misce dro

  • Anri __cule
    schedule 02 აპრ 2019, 22:27

    ციტატა: publius kornelius
    Deligti davitriet. Rustavi 2 gamoacxada axla


    Rustavi 2 gamoacxadebda laughing laughing

  • publius kornelius
    schedule 02 აპრ 2019, 22:18

    Deligti davitriet. Rustavi 2 gamoacxada axla

  • M10 S9 D11
    schedule 02 აპრ 2019, 22:16

    ყოჩააააღ <3