ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” 15 წლის შემტევს, ფერნანდო ოველარს აკვირდება. ფეხბურთელს ასუნსიონის “სერო პორტენიოს” რიგებში დებიუტი 14 წლის ასაკში ჰქონდა. ის ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც პარაგვაულ “კლასიკოში” გოლის გატანა მოახერხა.
Sport-ის ინფორმაციით, ოველარი “ბარსას” სკაუტებმა ერთი თვის წინ, სამხრეთ ამერიკული ტურნის დროს შენიშნეს, ახლა კი მის მიმართ ინტერესი უკვე სერიოზულია.
[media=https://www.youtube.com/watch?v=tiJYIhsV-Rc]
ბოლოს, ოველარმა თავი სამხრეთ ამერიკის U17 ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად გამოიჩინა.
![15 წლის პარაგვაელი ვარსკვლავი “ბარსელონას” რადარზე [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/04/1554220020_b.jpg)
სანაბრიაც კარგი ოყოო თავის დროზეე
15 წლის პირობაზე რო უმაღლეს დივიზიონში ასე თამაშობს თუნდაც პარაგვაისაში ცუდი კი არა მაგარი ბავშვია ალბათ
მოიყვანონ ეგეთი ტალანტები არუნდა გაუშვან ხელიდან
ამვიდეოდან რაც ჩანს არაა ცუდი ბავშვი მაგრამ რაღაც სასწაულიც ვერ დავინახე….მოიყვანონ არ იქნება ცუდი
კაი ბიჭი ჩანს მოიყვანონ ლა მასიაში
მოიყვანეთ სასწრაფოდ და ბარსას ასაკობრივში გაუშვით