“ალავესთან” მატჩის შემდეგ “ატლეტიკოს” ორ ფეხბურთელს ტრავმა აღმოაჩნდა. საუბარია ტომას ლემარსა და დიეგო კოსტაზე.
დიდი შანსია, რომ “ბარსელონასთან” მატჩი ორივე ფეხბურთელმა გამოტოვოს. ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობოთ, “ატლეტიკოს” შეტევას ანტუან გრიზმანი და ალვარო მორატა დააკომპლექტებენ.
“ბარსელონასთან” მატჩამდე მადრიდელებს “ჟირონასთან” დაპირისპირება მოუწევთ. თუ ამ შეხვედრაში გრიზმანი ყვითელ ბარათს მიიღებს, “ბარსელონასთან” შეხვედრას ისიც გამოტოვებს.




თუ ძალით მიიღო ესეიგი გადმოსვლა უნდა 😀 კოშტაა მურტალი იგროკი მაგრად გვიჩაგრავს მცველებს ეგ არაკაცი. წინა თამაშზეც გაგვიტანა და ეგ ერთი გოლი აქ მგონი ამ სეზონში. რეალთან და ბარსასთან იხევა. ამიტო კარგია. რაც უფრო უმტკივნეულოდ მოვუგებთ უკეთესი დაღლის გარეშე თორე ყავდეს კოშტაც და 2 გრიზმანიც თუ გინდა
ძაან კაი ნეტა გრიზმანიც გამოაკლდეთ რაც უფრო მარტივად მოვიგებთ მაგ იგრას მით უკეთესი ჩვენთვის
კაი დღე არ ელის ატლეტიკოს
კოშტასნაირი ბინძური მოთამაშე მარტო რამოსია!