კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონური “ვისელ კობეს” ღირსებას იცავს, საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. იტყობინება, EFE.
“მე მსურდა თავი კვლავ ნამდვილ ფეხბურთელად მეგრძნო, აქ ჩემი როლი კვლავ იგივეა, თუმცა პროექტი განსხვავებული. რაც არ შეცვლილა ეს არის – პასუხისმგებლობის გრძნობაა ფეხბურთისადმი.
გამარჯვება ნებისმიერ გუნდში რთულია მათ შორის “ბარსელონაშიც”, თუმცა იაპონიაში ეს განსაკუთრებულად რთულია. ყველა მეტოქე არაჩვეულებრივია.” – განაცხადა, ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გადასვლამდე ანდრესი “ბარსელონას” ღირსებას 2002-2018 წლებში იცავდა.

ეხ დონ ნეტა ისევ ახალგაზრდა იყო