“ბარსელონას” ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, კატალონიურ დერბიში თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“თამაშზე სრული ფოკუსირება მოვახდინეთ. ვუცდიდით, როდის გათავისუფლდებოდა მოედანზე სივრცეები და შანსების გამოყენებისთვის მზად ვიყავით.
ლეოს პირველი გოლის შემდეგ საქმე ძალიან გამარტივდა. ასეთი სხვაობით მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით.
მესიმ საოცარი ჯარიმები შეასრულა. ვარჯიშზე, ის ამას ხშირად აკეთებს, მაგრამ თამაშის დროს ამის გამეორება ძალიან რთულია”. – თქვა რაკიტიჩმა.

კიი ახლა ლიგაზე უნდა გადაერთოთ