“ბარსელონას” ფრანგ მცველს, სამუელ უმტიტის მუხლის ტრავმა ცოტა ხნის წინ ისევ გაურთულდა, თუმცა კლუბმა მისთვის ოპერაციის გაკეთება საჭიროდ ისევ არ ჩათვალა და ცოტა ხნის წინ ეს ოფიციალურად დაადასტურა. გადაწყვეტილება მედიკოსებმა ფეხბურთელთან შეთანხმებით მიიღეს. ოპერაციის ნაცვლად, სამუელი კატარში გაემგზავრება, სადაც მკურნალობის სპეციალურ პროცესს გაივლის და ეცდება, პრობლემა ამ გზით ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს.
უმტიტიმ დაზიანება წინა სეზონის ბოლოს მიიღო და ამის შემდეგ, გართულება უკვე სამჯერ ჰქონდა.
ოპერაციის შემთხვევაში, ფეხბურთელს დაახლოებით 5 თვით უქმობა მოუწევდა, ახლა კი, ის რამდენიმე კვირაში დაბრუნდება.

უმტიტი

და რა იქნებოდა რომ თავიდანვე იქ წაეყვანათ, ეხლა ხომ უკვე სტროიში იქნებოდა!
მაგრამ ბართო რა ბართოა ფული თუ არ შეინახა მუთაქაში! რამდენი იჟმოტებს უარესი ემართება !
კაია თუ უშველის
ზამთარში დე ლიხტს არავინ გამოგვატანს და რატო არ გინდათ გაიგოთ?
აბა ვინ უნდა მოიყვანონ ზამთარში ბებერი ივანოვიჩი თუ დირკა ლუიზი?
იერი მინა არ უნდა გაეყიდათ
ლუიზი არ მოიყვანონ არც ივანოვიჩი და არც კრისტენსენი. დე ლიხტია საჭირო სასწრაფოდ ზამთარში