მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტომ “ატლეტიკოსთან” ტრავმა მიიღო

სერჟი რობერტომ “ატლეტიკოსთან” ტრავმა მიიღო

სერჟი რობერტომ, რომელიც “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. 

როგორც ჩანდა, რობერტომ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. 43-ე წუთზე, მან მინდორი საკუთარი ფეხით დატოვა, მაგრამ სამედიცინო პერსონალთან ერთად მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა. 

ფეხბურთელს შემოწმება ხვალ, ბარსელონაში ჩაუტარდება და გავიგებთ, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. 

სერჟის ამ სეზონში ტრავმა უკვე ჰქონდა. მან  დაზიანება 19 სექტემბერს, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო და 3 კვირა გაუცდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • maxnia17
    schedule 25 ნოე 2018, 02:17

    იმედია ძალიან სერიოზულიც არ იქნება ამის ტრამვა, მარა ცოტა არ იყოს გამიხარდა სემედოს ეღირსება თამაში.