მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლანგლე: ვფიქრობ, დემბელესთან მიმართებაში პრობლემა არ არსებობს

ლანგლე: ვფიქრობ, დემბელესთან მიმართებაში პრობლემა არ არსებობს

კლემან ლანგლემ, რომელმაც ორი ცენტრალური მცველის არყოფნაში “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, Goal.com-თან ინტერვიუში თავის თანამემამულე უსმან დემბელეზე ისაუბრა. 

“რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ დემბელე ტრიბუნებზე სერიოზული სახით იჯდა. “ბეტისთან” ვაგებდით და, მგონი, უფრო გასაკვირი იქნებოდა, მას სიცილი რომ დაეწყო. 

ვფიქრობ, რომ მასთან მიმართებაში პრობლემა არ არსებობს. უსმანი კარგად არ იყო, ვარჯიში ვერ შეძლო და მწვრთნელმა განაცხადში სხვა ფეხბურთელით ჩაანაცვლა. ასეთი რამ ყველა კლუბში ხდება”. 

ლანგლემ განაცხადა ისიც, რომ “ბარსაში” თავს ძალიან კარგად გრძნობს და თავდაუზოგავად შრომას არ ერიდება. 

“ასეთი დონის გუნდში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ეს რთულია, ახლა კი, ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან ბედნიერი ვარ. მეტს ვივარჯიშებ იმისთვის, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. 

ლიონელ მესის წინააღმდეგ და მასთან ერთად თამაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მას ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მიუხედავად ამისა, მაინც თავმდაბალია. 

ხშირად ვსაუბრობთ. მესისთან დიალოგი ყველასგან განსხვავებულია, რადგან როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლაპარაკობს, ყურადღებით უნდა მოუსმინო”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში