“ბარსელონას” კაპიტანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ სეზონის საუკეთესო ბომბარდირის და ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს, ლა ლიგის მომდევნო ტურში ბუცების ახალი წყვილით ითამაშებს.
ბუცების დიზაინი “ბარსას” ფერებშია გადაწყვეტილი: მათზე წითელი და ლურჯი ფერები დომინირებს და ერთ მხარეს ყვითელი ზოლი აქვს.

ამ ბუცების დახმარებით, მესი, რომელიც “ბეტისთან” შესრულებული დუბლის შემდეგ ლუის სუარესთან ერთად ბომბარდირთა დავაში გალიდერდა, გოლების გატანას 24 ნოემბერს, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩში ეცდება.

ძაან ლამაზი ბუცებია