“რეალ ბეტისთან” დამარცხებით, “ბარსელონამ” რამდენიმე წარმატებული სერია დაასრულა და სტატისტიკა გაიფუჭა.
ლა ლიგის საშინაო მატჩში, კატალონიელები ბოლო ორ წელიწადში პირველად დამარცხდნენ. 42 წაუგებელ მატჩამდე, “ბარსამ” სამი ქულა 2016 წლის სექტემბერში, “ალავესთან” დაკარგა.
ეს მაჩვენებელი ვეღარ გამოსწორდება, თუმცა მომდევნო ტურში, “ბარსას” ჩემპიონატში მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება შეეძლება. თუ ერნესტო ვალვერდეს გუნდი მადრიდის “ატლეტიკოს” დაამარცხებს, მთავარ კონკურენტზე (თუ ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გიგანტებს, “ალავესს” და “ესპანიოლს” არ ჩავთვლით) 4 ქულით წინ იქნება.

5-1 ძაან უმოქმედია აშკარად დდდ
მალკომი როგორი იყო დღეს
არაუსავრს როგორმე გადავიტანთ მთავარიან ატლეტიკოს მოვუგოთ და იმედია ამ შეხვედრის ჩანაწერს ბევრჯერ განიხილავენ და მომდევნო მატჩამდე ყველა შეცდომას მინიმუმამდე დაიყვანენ.