ზუსტად 30 წლის წინ, 1988 წლის 9 ნოემბერს, “ბარსელონას” შემადგენლობაში ერნესტო ვალვერდეს დებიუტი შედგა. კატალონიური გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელი პოზნანის “ლეხის” წინააღმდეგ გამართული თასების მფლობელთა თასის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე კი ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტების სერიაში გაიტანა, ამის დახმარებით კი “ბარსამ” თამაში მოიგო.
ესტრემადურელი სპეციალისტი იმ დღეს იხსენებს:
“შემადგენლობაში, ფაქტიურად, განაცხადის შესავსებად მოვხვდი. ერთი ჩვეულებრივი ვარჯიშის შემდეგ, იოჰან კრუიფმა პოლონეთისთვის გამომიძახა და 14 ნომრიანი მაისური გამომიყო.
მოედანზე გიჟური ატმოსფერო იყო. მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა, სივრცეების პოვნა რთული იყო, ამასთან ერთად, ძალიან ციოდა.
მახსოვს, რომ მოედანზე გასვლიდან 2 წუთში ყვითელი ბარათი მივიღე. თამაში თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. მწვრთნელმა მკითხა, მინდოდა თუ არა პენალტის დარტყმა. მე თანხმობა განვაცხადე.
ნიშნულთან მივედი. მარჯვენა კუთხეში, ძალიან ძლიერად დავარტყი…
ამ თამაშში გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა. შემდეგ, ბერნში “სამპდორია” დავამარცხეთ და ტურნირი მოვიგეთ”.
![30 წელი ერნესტო ვალვერდეს დებიუტიდან და პირველი გოლიდან [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/11/1541788746_b.jpg)



ვაა ვალო რა პენალტიი 🤣🤣ტიპი საერთოდ არაა შეცვლილი 30 წელია ასეთი სახით დადის 😂😎
სიფათი იგივეა
როგორი ფეხბურთელიც იყავი ნეტა ისეთი მწვრთნელი იყო
უეფადრიდის უფრო რადიკალური ვერსია?
მაგარი ფეხბურთელიც ყოფილხარ და მაგარი მწვრთნელიც ხარ! აი ნახავთ ეს რამდენ რამეს გააკეთებს ბარსაში!

ამას ეტყობა რო რთული ბავშობა ქონდა ისეთი სახე აქ 😀
სულ ესე გაღიმებული მენახე ვალვერდე ძმას ვენაცვალე
აბა რა ძმა წინაწელს ხო სამი ლიგა ერთად დადო
როგორ შეცვლილხარ ძლივს გიცანი შე ოხერო
წელსაც უნდა მოიგო ლიგა