ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო რეფერი, შესაძლოა, მიმდინარე სეზონიდანვე ვიხილოთ, უეფაში ამ საკითხს უკვე ძალიან აქტიურად განიხილავენ, იტყობინება BBC.
ადრე უეფას წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ვიდეო რეფერი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მომდევნო სეზონამდე არ დაემატებოდა, თუმცა ისინი მსაჯების ძალიან გახშირებული შეცდომების გამო ღელავენ.
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ვიდეო რეფერის ტექნოლოგია უკვე დანერგილია. უეფაში კი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის დონე საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის სეპლეიოფო ეტაპებზე დაინერგოს.

არ იზავენ ამ სეზონში არამგონია
ძაან მაგარი იქნება ეხლავე თუ დანერგავენ
კაშაიმ სიტის ისეთი პენალტი დაუდო, რომ აღარ შეიძლებოდა დაცდა :დ