მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ზედიზედ მე-15 მერვედფინალში ითამაშებს

“ბარსა” ზედიზედ მე-15 მერვედფინალში ითამაშებს

“ინტერთან” ქულის აღების შემდეგ, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაინაღდა. 

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ 15 სეზონია, “ბარსა” ამ შედეგს აღწევს. ბოლოს, კატალონიელები ამ ეტაპის მიღმა 2003/04 წლების სეზონში დარჩნენ, როცა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად უეფას თასზე თამაშობდნენ. 

თუ ერნესტო ვალვერდეს გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს, ეს ჯგუფის მოგების ზედიზედ მე-12 შემთხვევა იქნება. ამ მხრივ, “ბარსელონას” ტურნირის რეკორდი უკვე აქვს დამყარებული. 

მერვედფინალის წილისყრა 17 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება, ორმატჩიანი დაპირისპირება კი – თებერვლის შუა რიცხვებში და მარტის დასაწყისში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • Don_Andresito
    schedule 07 ნოე 2018, 18:55

    ციტატა: me da barca
    5 ლარიანი ბილეთი დავწერე და მაინტერესებს რამდინი გამისხამს.—–ვალენსია 1.—ბაიერნი 1—ბენფიკა-აიაქსი X—იუვე- მანჩესტერი X— ლიონი 1X.—-სიტი >. —გუშინ ბარსას ანგარიშიც კი გამოვიცანი {1:1} მაგრამ მაინც გამისხა სხვამ,


    გუშინ ბარსაც და პსჟ ეც 1-1 მეგონა. ანგარიშები არა მარა შედეგში ორივე X დავწერე და ატლეტიკოც X მივაწერე არადა 1 მეგონა. დღეს იუვეს X მაგრად მგონია 0-0 ან მაქსიმუმ 1-1

  • რეალი
    schedule 07 ნოე 2018, 18:38

    ციტატა: Messiah
    ზედიზედ მერამდენედ გავედით ჯგუფიდან პირველი ადგიკით ამასობაში ?


    მეთორმეტედო წერია

  • Onl Y Human
    schedule 07 ნოე 2018, 16:58

    მთავარია 1/4 ფინალს გავცდეთ smile მერე აღარაფერი გამიკვირდება

  • SHOTAMESSI10
    schedule 07 ნოე 2018, 15:03

    ტოტენჰემს და პსვ უნდა მოუგოს ბარსამ და პირველზე დარჩეს

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 07 ნოე 2018, 14:42

    არასრულ სტატიებს წერთ
    ინფორმაციის ნაკლებობა

  • gogoliko2927
    schedule 07 ნოე 2018, 14:38

    ციტატა: ანრი
    აუუ დემბელემ რაუქნა 2 კაცს ათრია 😁😂🤣 საგოლ კლასნი გუნდი გვყავს მარა ვალოდია ცოტა ვერაა.


    ვალვერდე აფუჭებს ფეხბურთელებს ძალიან ამას კიდე ბილბაოში გონია თავი

  • ანრი
    schedule 07 ნოე 2018, 14:37

    აუუ დემბელემ რაუქნა 2 კაცს ათრია 😁😂🤣 საგოლ კლასნი გუნდი გვყავს მარა ვალოდია ცოტა ვერაა.

  • gogoliko2927
    schedule 07 ნოე 2018, 14:28

    ისე ბიჭებო ლილის ფეხბურთელი როა ნიკოლას პეპე იმაზე რა აზრის ხართ ვითომ არ წავა ბარსაში?