ლუის სუარესმა, რომელმაც “რაიოსთან” დუბლი შეასრულა და გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან მიხარია, რომ გუნდს ქულების აღებაში გოლებით ვეხმარები.
ახლა, ცოტა არ იყოს, გაბრაზებულები ვართ. ეს ნორმალურია, რადგან დიდი შანსი იყო, თამაში წაგვეგო, ასეთი მატჩების შედეგებს კი ჩემპიონატის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა აქვს. ჩვენი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ და შეცდომები გამოვასწოროთ.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა 3 ქულა მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტურში “ატლეტიკომ” ქულები დაკარგა, სხვა შედეგის დაფიქსირების უფლება არ გვქონდა”. – თქვა ურუგვაელმა.

ლუისიტო დემბელეს დაეხმარეთ, ფაქტია ყველაფერი რიგზე ვერაა, ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა არ აქვს