მადრიდული Marca “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ფრანგი მცველის გამოჯანსაღების პროცესი შედეგიანად მიმდინარეობს და დიდი შანსია, ის დაგეგმილზე ადრე დაბრუნდეს.
ორშაბათს, უმტიტიმ განცალკევებით, მსუბუქად ივარჯიშა, დაახლოებით ერთ კვირაში კი ის გუნდს შეუერთდება.
თუ პროცესი ასე გაგრძელდა, სამუელი მოედანზე გასვლას მომდევნო სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ მოახერხებს. 24 ნოემბერს, “ბარსა” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება და წესით, ფეხბურთელი ამ მატჩის განაცხადში უნდა ვიხილოთ.
უმტიტის (და, რა თქმა უნდა, ტომას ვერმალენის) არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი კლუბის ახალწვეულმა, კლემან ლანგლემ დაიმკვიდრა, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მალე დაგვიბრუნდი!!!
ჩემი შავტრაკა მაგრად მომენატრა ^_^
male modi mgelo