მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ახალგაზრდა არგენტინელ ნახევარმცველს აკვირდება

“ბარსა” ახალგაზრდა არგენტინელ ნახევარმცველს აკვირდება

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” “რივერ პლეიტის” 20 წლის ნახევარმცველს აკვირდება. ეს ესეკიელ პალასიოსია, რომლის მიმართ ინტერესი არაერთ ევროპულ კლუბს აქვს. 

კატალონიელები “რივერისა” და “გრემიოს” შეხვედრაზე სკაუტებს გააგზავნიან. თანაც, ცნობების მიხედვით, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება: “ბარსას” წარმომადგენლები ფეხბურთელს აშშ-ში, ნაკრებთან ერთად თამაშის დროსაც აკვირდებოდნენ. 

პალასიოსი ძირითად გუნდში უკვე მესამე სეზონს ატარებს. ბოლო დროს, ის დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი გახდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში