როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ “ბარსელონამ” დაადასტურა, რომ კლუბს ახალი ლოგო ექნებოდა, რომელიც მომდევნო სეზონიდან უნდა გამოჩენილიყო კლუბის მაისურებზე.
დღეს კი კატალონიური კლუბის დირექტორთა საბჭომ ახალი ლოგოს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, ლოგო აღარ შეიცვლება და კლუბი მომდევნო სეზონშიც ამჟამინდელი ლოგოთი ასპარეზობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ამჟამიდნელი ლოგო 2002 წელს შეიქმნა, რომლითაც კლუბი 16 წელია ასპარეზობს, იგი 2018 წლის ზაფხულში უნდა ჩანაცვლებულიყო, თუმცა ასე არ მოხდება.

აუ ძაან კაი რა,😉😉😉😉😉😉
კარგია
ეს რეკლამა რომ მოაშოროთ არა?:)
ძაან გამიხარდა ..კაია
კაია რას გავდა ის ლოგო