“სევილიას” ცენტრალურმა მცველმა, სიმონ კიაერმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა, სადაც ლეო მესიზეც ისაუბრა.
“ლეო მესი ფანტასტიური ფეხბურთელია. როცა არგენტინელი ფორმის პიკში იმყოფება, მისი შეჩერება წარმოუდგენლად რთული ხდება.
არასამართლიანი იქნება თუ “ბარსელონას” ერთ ფეხბურთელს გავუტოლებთ, ვინადიან მათ ძალიან ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდი ყავთ. ისინი გამუდმებით ეძებენ თავისუფალ ზონებს, რომელსაც შენ მათ უტოვებ. აუცილებელია, რომ დაცვაში მთელი გუნდი შეიკრას, როცა მესი გამოჩნდება და მას თავისუფალი ზონები არ დავუტოვოთ.
იმაზე უკეთესი არაფერია, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, რომელშიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ. და, რა თქმა უნდა, ცდილობ მათ დამარცხებას.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება “კამპ ნოუზე” შიშით გამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწასთან გაგასწორებენ. საჭიროა გქონდეს რწმენა საკუთარი გუნდისა და საკუთარი ფეხბურთის. ამიტომ ჩვენ მათი არ გვეშინია, თუმცა “ბარსელონას”, რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემთ.” – აცხადებს დანიელი მცველი.

რთული კიარა შეუძლებელია 😀