“სევილიას” ერთ-ერთი კაპიტანი, დანიელ კარისო “ბარსელონასთან” მოახლოებულ თამაშზე საუბრობს.
“თუ ფორმას შევინარჩუნებთ და საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ, კარგი შანსი გვექნება. ჩემპიონატში მადრიდის “რეალი” უკვე დავამარცხეთ და ამის გაკეთება “კამპ ნოუზეც” შეგვიძლია. თუმცა, თავიანთ მოედანზე, ადგილობრივი ფანების თვალწინ, “ბარსა” ფავორიტად მიიჩნევა”. – ციტირებს კარისოს სიტყვებს Marca.

სერიოზული ბრძოლა იქნება! 1. ჩვენ სანაკრებო პაუზის შემდეგ კარგად ვერ ვთამაშობთ; 2. მცველები გვაკლია; 3. ვალვერდე რას მოიგონებს ვინ იცის; 4. სევილია კარგ ფორმაშია. მოგების იმედი არ მაქვს, ასე რომ ფრე იქმება ალბათ.
ოხ ჩვენ ბედს რა ვუთხარი მცველი ჩვენ არგვყავს მწვრთნელი ფაქტობრივად არ გვყაავს 😡😡ამათნაირეებს სალაპარაკო როგორ უნდა მისცეეე ვაახ ჩემიი