“ბარსელონამ” თვალი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირდს დაადგა

“ბარსელონამ” თვალი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირდს დაადგა

“ბარსელონა” ლუის სუარესის შემცვლელის კანდიდატურას ინტენსიურად ეძებს და Mundo Deportivo-ს ცნობით, ერთ-ერთ კანდიდატად იტალიური “ჯენოას” პოლონელ თავდამსხმელს, კშიშტოფ პიონტეკს განიხილავს.

პიონტეკი 23 წლისაა. გასულ ორ სეზონში “კრაკოვიაში” თავის კარგად წარმოჩენის (65 თამაშში 32 გოლი) შემდეგ, მან “ჯენოას” ყურადღება მიიქცია და გენუელებმა მასში 4 მილიონი ევრო გადაიხადეს.

იტალიის გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში გადასვლის მიუხედავად, პიონტეკმა გოლების გატანას არათუ არ უკლო, პირიქით – უმატა. გენუელთა მაისურით გამართულ 7 შეხვედრაში მან უკვე 12 გოლი გაიტანა. აქედან 6 მატჩი და 8 გოლი სერია A-ზე მოდის. 7 ტურის შემდეგ სწორედ ისაა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (6)

  • MessiAbuTidze4848
    03 ოქტ 2018, 21:59

    ციტატა: Justin Kluivert
    ან ეს ან სიმეონე მოიყვანეთ
    და კიდევ ხოსე არნაისი სად არის, რამდენი ხანია არ მინახია მაგაზე იმფორმაცია!
    რიკი პუჩი ათამაშეთ!
    პაკო დააბრუნეთ შემდეგ სეზონში!


    არნაისი ლეგანესშია ,გავყიდეთ

  • SHOTAMESSI10
    03 ოქტ 2018, 16:34

    კრისტოფ პიატეკი იკითხება მწერალო

  • GiorgiGabe99
    03 ოქტ 2018, 16:01

    სიმეონე მოიყვანეთ ბიჭო სიმეონე ვახ :დ

  • MAYER
    03 ოქტ 2018, 14:22

    ციტატა: CPU
    ჩირო იმობილე საინტერესო იქნებოდა, რატო არავინ არ საუბრობს მასზე


    31 წლის სუარეზი 30 წლის თუ 29 წლის იმობილეთი შეცვლი?

  • sergio busquets5
    03 ოქტ 2018, 14:22

    კარგი ახალგაზრდაა

  • CPU
    03 ოქტ 2018, 14:07

    ჩირო იმობილე საინტერესო იქნებოდა, რატო არავინ არ საუბრობს მასზე