მაურისიო პოჩეტინოს “ბარსელონას” ლიდერის შესაჩერებლად ჯადოსნური ფორმულა არ აქვს მოფიქრებული. ამას “ტოტენჰემის” მცველი, დენი როუზი აცხადებს.
“მწვრთნელმა თქვა, რომ მესის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. მას არ უნდა, რომ მოედანზე მისი შიშით გავიდეთ. ეს კარგი გამოცდილება იქნება და ვეცდებით, ამით სიამოვნება მივიღოთ.
ლეო მესი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ მასზე არ ვიფიქრებ, ისევე როგორც ჩემი თანაგუნდელები. თუ გუნდურობას გამოვიჩენთ, შეგვეძლება მთლიანად “ბარსელონას” ვაჯობოთ და არა მხოლოდ არგენტინელს”. – ციტირებს როუზის სიტყვებს Sport.

mougett mamlebo iqnebb gveshveloss da gaagdon valikoo😄😄
იმედია მესი კარგ ხასიათზე იქნება