სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს, გერმანიას ერთა ლიგაზე მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდა ჰქონდა ჩასატარებელი (საფრანგეთთან, 0-0). მეორე მატჩი იოახიმ ლიოვის გუნდმა ამხანაგურად, პერუს წინააღმდეგ გამართა.
შეხვედრის პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს: 22-ე წუთზე ლუის ადვინკულამ ტერ შტეგენს, რომელსაც, როგორც იქნა, ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა, მახვილი კუთხიდან დაურტყა, მარკმა კი ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა.
გერმანელებმა იულიან ბრანდტის გოლით ანგარიში მალევე გაათანაბრეს, 85-ე წუთზე კი თავისი გუნდი წინ ნიკო შულცმა გაიყვანა.
![ტერ შტეგენის გერმანიამ პერუს მოუგო [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/09/1536562784_b.jpg)