მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გაუშვა “რივერ პლეიტმა” ხელიდან მესის შეძენის შანსი

როგორ გაუშვა “რივერ პლეიტმა” ხელიდან მესის შეძენის შანსი

“ბარსელონაში” გადმოსვლამდე, ახალგაზრდა ლიონელ მესიმ საცდელი ვარჯიში “რივერ პლეიტში” ჩაატარა და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელს, ედუარდო აბრაამიანს თავი ძალიან მოაწონა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მის შეძენაზე მაინც უარი თქვა. 

“მესი ბუენოს აირესში 3 თუ 4 დღის განმავლობაში იყო. პირველი ვარჯიშის დროს, მან ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ის პატარა იყო, მაგრამ ძალიან ტექნიკური და ჩვენ სწორედ ეს გვჭირდებოდა. 

იმ დღეს, მან 12 გოლი გაიტანა. კლუბის გენერალურ დირექტორს დავურეკე და ვუთხარი, რომ ის ხელიდან გასაშვები ფეხბურთელი არ იყო. პასუხი კი ის იყო, რომ აკადემიაში ისედაც ბევრი ტექნიკური მოთამაშე ირიცხებოდა და ლეოს სახლში წასვლა სურდა. 

კლუბმა გადახდა არ ისურვა. მათ ინვესტიციის აზრი ვერ გაიგეს”. – ციტირებს აბრაამიანის სიტყვებს Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • sergio busquets5
    schedule 07 სექ 2018, 22:33

    კიდე კაი არ წავიდა იქა