გუშინ, სპიკერმა ჟორდი ვივესმა დირექტორთა საბჭოს ახალი წევრები წარადგინა. მათ შორის იყო ტერეზა ბასილიო, რომელმაც კულტურის დარგის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა, თუმცა დანიშვნიდან 14 საათში “ბარსელონას” შტაბს მისი მონაცემების გადამოწმება მოთხოვეს.
ბასილიოს ბარსელონას უნივერსიტეტში სამართლის ხარისხი აქვს, მაგრამ შესაბამის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი არ აქვს გატარებული, რაც მოქმედი წესის მიხედვით სავალდებულოა.
“მას საბჭოს წევრობის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როცა დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომელიც კანონის 42-ე დებულებაშია მოცემული”. – ვკითხულობთ კატალონიელების განცხადებაში.
Marca-ს ვარაუდით, ბასილიოს ამ ადგილის ნაცვლად კულტურის დარგის მრჩეველად დანიშნავენ, რაც საბჭოს პირდაპირ წევრობას არ ნიშნავს.

მაგარი ხალხია რა